კონფინდენციალობა

როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება შპსლუანასმიერ

 

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება

 

ჩვენ გპირდებით, რომ:

 ● ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
 ● არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;


პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

 

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და ჩვენი მიზანი:

 

   ● თქვენთან ურთიერთობისთვის;
   ● თქვენზე მორგებული ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
   ● თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირებისა და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებისთვის;
   ● იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას და მარკეტინგული თუ სხვა აქტივობების ეფექტურობის შესაფასებლად;
   ● ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
   ● ჩვენი პლატფორმის, ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/სამართავად და სტატისტიკის წარმოებისთვის;
   ● ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოსაწოდებლად;
   ● მომხმარებლის გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
 

ინფორმაციის უსაფრთხოება

 

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად.

თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე.